ტინა ტერნერს 77 წელი შეუსრულდა

საქართველო, თბილისი - 14:58 | 26.11.2016
ნანახია: 1486

როკ ენ როლის დედოფლად აღიარებულ ტინა ტერნერს დღეს 77 წელი შეუსრულდა.
ამერიკელი მომღერალი, ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი და მსახიობი ტინა ტერნერი (ნამდვილი სახელი ანა მეი ბულოკი ) 1939 წლის 26 ნოემბერს დაიბადა. მან  მუსიკალური კარიერააიკ ტერნერთან ანუ მეუღლესთან ერთად დაიწყო. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“. მეუღლესთან პრობლემების და მასთან გაყრის შემდეგ ტინამ გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი „მე, ტინა“.
მუსიკალურ კარიერასთან ერთად ტინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმშიც. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკ-ოპერაში „ტომი“ და მიუზიკლში „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“. მაგრამ მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან შეშლილი მაქსი. ამ ფილმისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა "We Don't Need Another Hero" ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა.
როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, ტინა ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს.
სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. ტინას კონცერტები გამორჩეულია სცენაზე ენერგიული მოძრაობებით, მძლავრი ვოკალური ჟღერადობით.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე