3 კვარტლის მონაცემებთ, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 17 %-ით გადაჭარბდა

საქართველო, თბილისი - 15:56 | 22.10.2015
ნანახია: 1669

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რეგიონის მთავრობის სხდომაზე დღეს, 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შედეგების შესრულების ანგარიში წარადგინა. როგოც ანგარიშიდან ირკვევა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების 2015 წლის სამი კვარტლის დაზუსტებული გეგმა 123 720,1 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 144 810,5 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 117 პროცენტია. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (111 974,8 ათასი ლარი) შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება გაზრდილია 32 835,7 ათასი ლარით, ანუ 29,3 პროცენტით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შემოსავლების გეგმა 114   628,1   ათასი ლარით იყო განსაზღვურილი, ფაქტიურმა შესრულებამ კი 133   882,0   ათასი   ლარი შეადგინა , ანუ   გეგმა   შესრულებულია   116,8 პროცენტით.

როგორც დავით ბალაძერმ აჭარის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (107 899,4 ათასი ლარი) შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება გაზრდილია 25 982,6 ათასი ლარით, ანუ 24,1 პროცენტით.

გადასახადები

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2015 წლის სამი კვარტლის შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 91,4 პროცენტი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. საანგარიშგებო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის გეგმა განისაზღვრა 103 500,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 122 338,7 ათასი ლარი, ანუ გეგმის 118,2 პროცენტი.

საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადი 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც შეადგენდა 99 224,3 ათას ლარს, გაზრდილია

23 114,4 ათასი ლარით, ანუ 23,3 პროცენტით. გარდა ამისა დაუბეგრავი მინიმუმის სახით დაბრუნებულმა თანხამ ექვს თვეში შეადგინა 1 844,3 ათასი ლარი.

 გრანტები

 რესპუბლიკური ბიუჯეტის 2015 წლის სამი კვარტლის გრანტების გეგმა განისაზღვრა 5 786,4 ათასი ლარით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 მარტის #594 განკარგულებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სსიპ - სრულიად მუსლიმთა სამმართველოსათვის სარგებლობაში (მართვის უფლებით) გადასაცემი ქ. ბათუმში ანგისის დასახლებაში მდებარე ქონებისა (მიწა(უძრავი ქონება) და შპს

„CRISTAL“-ის 100 %-იანი წილის შეძენის მიზნით გამოეყო 4 486,4 ათასი ლარი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის #141 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტისათვის გამოყოფილია 1 333,0 ათასი ლარი, საიდანაც საანგარიშო პერიოდის გეგმა შეადგენს 1 300,0 ათას ლარს. ხოლო საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საანგარიშო პერიოდში დაფინანსებამ შეადგინა 5 546,2 ათასი ლარი.

სხვა შემოსავლები

რესპუბლიკური ბიუჯეტის 2015 წლის სამი კვარტლის სხვა შემოსავლების გეგმა განისაზღვრა 5 341,7 ათასი ლარით, შესრულებამ შეადგინა 5 997,1 ათასი ლარი ანუ გეგმის 112,3 პროცენტი.

სხვა შემოსავლების სამი კვარტლის შესრულება მოდის მის შემდეგ სახეებზე: პროცენტებიდან შემოსავლების (სახაზინო ანგარიშზე არსებულ ნაშთზე დარიცხული სარგებელი) საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 2 687,9 ათასი ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 2 839,8 ათასი ლარი, ანუ გეგმის 105,7 პროცენტი; შემოსავალი დივიდენდებიდან საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 622,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 655,2 ათასი ლარი, გეგმის 105,3 პროცენტი; რენტიდან შემოსავლის საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 226,9 ათასი ლარით, ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 387,1 ათასი ლარი, ანუ გეგმის 170,6 პროცენტი, (რენტიდან შემოსავლები მოიცავს მიწის იჯარიდან და მართვაში გადაცემიდან და სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საფასურით მიღებულ შემოსავლებს); საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 342,1 ათასი ლარით, შესრულებამ შეადგინა 430,6 ათასი ლარი, ანუ გეგმის 125,9 პროცენტი; ჯარიმების, სანქციებისა და საურავების საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 231,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ შეადგინა 290,6 ათასი ლარი, ანუ გეგმის 125,8 პროცენტი; შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლების საანგარიშო პერიოდის გეგმა განისაზღვრა 1 231,8 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ

არაფინანსური აქტივების კლება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2015 წლის სამი კვარტლის არაფინანსური აქტივების კლების (გაყიდვა) გეგმა განისაზღვრა 9 092,0 ათასი ლარით, ხოლო ფაქტიური შესრულება შეადგენს 10 928,5 ათას ლარს, ანუ გეგმის 120,2 პროცენტი. მათ შორის: ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 2 396,0 ათასი ლარი, არაწარმოებული აქტივების (მიწის) გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 7 883,5 ათასი ლარი, ხოლო მატერიალური მარაგებისა და ფასეულობების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 649,0 ათასი ლარი.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე