მანანა კობახიძე პრეზიდენტს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 15:18 | 22.10.2015
ნანახია: 1662

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.ამის შესახებ კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, სადაც ის გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.მისი თქმით, პრეზიდენტის ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გავლენის მცდელობად იყოს აღქმული."მოსამართლე არ არის ანგარიშვალდებული არც პრეზიდენტის და არც სხვა ვინმეს წინაშე, ის თავადაა ხელისუფალი თავის საქმეში, ხოდა პრეზიდენტსაც მართებს ამ ხელისუფლების მიმართ სიფრთხილე! მისი ნებისმიერი განცხადება, შეიძლება გავლენის მცდელობად იყოს აღქმული... ერთადერთი, რაც შეიძლება მოვუწოდოთ - მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება, იყოს შეუვალი ნებისმიერი ტიპის ზეწოლის მიმართ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს და დაუყოვნებლივ ამხილოს ის, ვინც ზეწოლას ცდილობს! მას კანონიც ავალებს ამას და, თუ მოსამართლე საკუთარ უფლებებს ვერ ან არ იცავს, ის ვერც სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს!", - წერს კობახიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე