თამარ რუხაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს დირექტორის თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:12 | 22.10.2015
ნანახია: 1736

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დირექტორი თამარ რუხაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ პოსტს ქიბარ ხალვაშის შეთავაზების გამო ტოვებს. "დღეს მოვისმინე ჭორი, რომელიც ჩემს კოლეგებში გავრცელდა, თითქოს ქარტიის დირექტორობას იმიტომ ვტოვებ, რომ ქიბარ ხალვაშისგან "რუსთავი 2-ის" დირექტორობაზე მივიღე შეთავაზება. მინდა ძალიან ნათლად განვმარტო:

  1. ქარტიის დირექტორობას ვტოვებ, რადგან ჩემი უფლებამოსილების ყველა ვადა ამოიწურა და მიმაჩნია, რომ ჩემი პირადი რესურსიც ასე თუ ისე ამოვწურე ამ პოზიციაზე. ქარტიის ღირებულებები ყოველთვის იქნება ჩემი ღირებულებები, მიუხედავად იმისა, სად და როგორ ვიქნები.
    2. არანაირი შემოთავაზება "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით, არავისგან, არც პირადად, არც ვინმე შუამავლის გზით, არანაირ პოზიციაზე, არ მიმიღია.
    3. კატეგორიულად არ ვაპირებ არანაირი შემოთავაზების მიღებასა და განხილვას "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით. იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ აღარ მოვისმენ ამ ჭორს", - წერს რუხაძემ.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე