“ჰაქსოს გმირი” წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი პოტენციური ნომინანტია

საქართველო, თბილისი - 15:00 | 15.11.2016
ნანახია: 1788

მელ გიბსონი ახალ საომარ, ბიოგრაფიულ დრამას “ჰაქსოს  გმირს” წარმოგვიდგენს. ფილმში მოთხრობილი ისტორია რეალურ ამბავზეა დაფუძნებული და რეჟისორიც ზედმიწევნით აცოცხლებს გასაოცარ ისტორიას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. კრიტიკოსებმა აღნიშნული ფილმი საუკეთესო ნამუშევრად აღიარეს.

“ჰაქსოს გმირი” იხსნება ბრძოლის კადრით, სცენა საშინელებათა ფილმიდან უფროა, ვიდრე საბრძოლო დრამიდან. სისხლი, ძვლები, ცეცხლი და აგონია ჯოჯოხეთს მოგაგონებთ. შემდეგ მუსიკა და განათებები რადიკალურად იცვლება, ჯოჯოხეთურ სცენებს სამოთხე ცვლის. პასტორალური ვირჯინია, სადაც ახალგაზრდა დესმონდი და მისი ძმა, ჰალი, ერთმანეთს ულამაზესი ბუნების ფონზე ეთამაშებიან. პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი მამა, რომლის სასტიკი ქცევა დესმონდს მშვიდობიან ცხოვრებას აყვარებს და პაციფისტად აყალიბებს. დესმონდი პაციფისტია, ფართო ღიმილითა და მიმდონი თვალებით, რომელსაც ექთანი დოროთი უყვარდება.

ფილმის პირველად ვენეციის კინოფესტივალზე შეაფასეს. 14 ნოემბერს კი, “ჰაქსოს გმირის” ჩვენება სპეციალურად ჟურნალისტებისთვის გაიმართა. ფილმის ნახვა უკვე შეგიძლიათ ჩვენს კინოთეატრებში, თანაც “ჰაქსოს გმირი” წლევანდელი ოსკარის ერთ-ერთი პოტენციური ნომინანტია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე