ეიფელის კოშკის კიბის ნაწილი გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 15:04 | 23.11.2016
ნანახია: 1520

 

ეიფელის კოშკის კიბის ნაწილი გაიყიდა. პარიზის აუქციონზე უცნებმა კოლექციონერმა კონსტრუქციის ფრაგმენტში 523 ათასი ევრო გადაიხადა. კიბის ფრაგმენტი 2,6 მეტრის სიგრძისაა და 14 საფეხური აქვს. ის ეიფელის კოშკის მეორე და მესამე სართულებს აკავშირებდა. კიბის დემონტაჟი ეიფელზე 1983 წელს განხორციელდა. მისი 24 ფრაგმენტი საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმში გადაიგზავნა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე