Olam-ი მსოფლიო ბაზარზე 150 ათასი ტონა კაკოს დეფიციტს პროგნოზირებს

საქართველო, თბილისი - 17:39 | 22.10.2015
ნანახია: 2072

გვალვამ კაკაოს მოსავალი შეამცირა. ამ ფონზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელი, სინგაპურული ჰოლდინგი Olam International-ი 2015-16 სეზონზე მსოფლიო ბაზარზე კაკაოს გლობალურ დეფიციტს პროგნოზირებს, საუბარია 150 ათასი ტონა კაკოს დეფიციტზე.

კომპანიაში განმარტავენ, რომ დასავლეთ აფრიკაში მშრალი და უმეტესწილად გვალვიანი კლიმატური პირობების გამო კაკაოს მოსავალი გაფუჭდა. უცხოური მედია წერს, რომ წელს ამინდმა ფერმერებს უფრო მეტი ზიანი მიაყენა ვიდრე გასულ წლებში. კოტ-დიუარში მეტ-ნაკლები წვიმები იყო, თუმცა განაში, ბოლო 3 თვის განმავლობაში ანომალურმა სიცხეებმა კაკაოს მოსავალი ფაქტობრივად გაანახევრა.

კაკაოს საერთაშორისო ორგანიზაციაში ოქტომბრის დასაწყისში 2015/16 სეზონზე 96 ათასი ტონა კაკაოს დეფიციტს ვარაუდობდნენ, თუმცა საბოლოოდ განას ფაქტორის გამო მაჩვენებელი შესაძლოა გაიზარდოს.
აღსანიშნავია, რომ Olam-ი მიმდინარე სეზონზე 750 ათასი ტონა კაკაოს წარმოებას პროგნოზირებს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 20 %-ით ნაკლებია.

მშრალმა ამინდმა მოსავალი შეამცირა ინდონეზიაშიც, სადაც Olam-ის გათვლებით 330 000 ტონა კაკაო იქნება წარმოებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე