ჩეჩნეთში სპეცრაზმელებს ამერიკელი ინსტრუქტორები მოამზადებენ

საქართველო, თბილისი - 14:15 | 23.11.2016
ნანახია: 1384

ჩეჩნეთში გუდერმესის სპეცრაზმელთა მომზადების საერთაშორისო ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორები იმუშავებენ. ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა რუსულ მედიას  განუცხადა.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ცენრტში სამუშაოდ განაცხადი კერძო კომპანიებიდან  ათამდე ამერიკელმა ინსტრუქტორმა წარადგინა.

”ვნახოთ რა იქნება. აშშ-ის ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურები კი ჩეჩნეთში სანქციებს ექვემდებარებიან”, - განაცხადა კადიროვმა. მისივე თქმით, ცენტრში სპეცრაზმელებს რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებისთვისაც მოამზადებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე