ტრამპს პუტინთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი აქვს, თუმცა ორ ქვეყანას შორის გადატვირთვის პოლიტიკას მხარს არ უჭერს

საქართველო, თბილისი - 13:52 | 23.11.2016
ნანახია: 1491

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამს, თუმცა რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გადატვირთვის პოლიტიკას მხარს არ უჭერს.

არჩეულმა პრეზიდენტმა საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე ”ნიუ-იორ ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, კარგი იქნებოდა თუ ის და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს გაუგებდნენ, მაგრამ ურთიერთობის დათბობის ნებისმიერი იდეის წინააღმდეგია, რომელსაც გადატვირთვა დაერქმეოდა.

"ვერ გამოვიყენებდი ამ ტერმინს ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მოხდა,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა რუსეთზე საუბრისას. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე