თალაკვაძე მხარს უჭერს წულუკიანის ინიციატივას, გოგონების წინადაცვეთა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს

საქართველო, თბილისი - 12:49 | 23.11.2016
ნანახია: 1500

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინიციატივას, რომ გოგოების წინადაცვეთა სისხლის სამართლის დანაშაული გახდეს, მხარს უჭერს.

„სიმბოლურია, რომ ეს განცხადება გააკეთა ქალმა მინისტრმა, რა თქმა უნდა მე პირადად მხარს ვუჭერ ამ ინიციატივას, მაღალი ალბათობით საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი და მკაცრი გარანტიები კანონმდებლობაში, რომ არასრულწლოვნებზე, გოგოებზე ძალადობის ნებისმიერი რისკი იყოს აღკვეთილი და ადამიანები ვინც ამას ჩაიდენენ სათანადოდ, კანონის წინაშე აგებდნენ პასუხს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „2030“-ში.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე