დოლიძის ქუჩასთან მამაკაცის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 23.11.2016
ნანახია: 1382

საზარელი მკვლელობა საბურთალოზე. გვიან ღამით, დოლიძის ქუჩის მახლობლად, ზაურ ბოლქვაძის ქუჩაზე შუახნის მამაკაცის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს. თვითმხილველების თქმით ცხედარი ჩანთაში იყო მოთავსებული. ადგილობრივების ინფორმაციითვე, გარდაცვლილი არ არის მათი მეზობელი.

მეზობლების თქმით მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ხშირად სვამდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე