ჟურნალისტები მაკა რაზმაძე და ლაშა ბერულავა პროკურატურაში დაიბარეს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 22.11.2016
ნანახია: 2628

ჟურნალისტებს, მაკა რაზმაძესა და ლაშა ბერულავას დღეს მთავარ პროკურატურაში 12 საათისთვის ელოდებიან. გამოძიებას მათთან კითხვები პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბერულავას და მაკა რაზმაძეს მარტის თვეში ფეისბუქის პირად გვერდზე რამდენჯერმე აუტვირტეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობი.

აღნიშნულ საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურამ ჯერ კიდევ მარტის თვეში დაკითხა. ორივე მათგანი იმედოვნებს, რომ დამნაშავე მკაცრად დაისჯება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე