ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იაპონიის სანაპიროსთან

საქართველო, თბილისი - 09:41 | 22.11.2016
ნანახია: 1249

ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები იაპონიის სანაპიროსთან. 7.4 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა. ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 06:00 საათზე მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმას პრეფექტურაში ქალაქ ივაკადან ჩრდილო-დასავლეთით 67 კილომეტრში მდებარეობდა. მოგვიანებით დაფიქსირდა განმეორებითი მიწისძვრა, რომლის სიმძლავრე 5,5 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილი ტალღების სიმაღლემ მეტრნახევარს მიაღწია. დროებით შეწყდა ფუკუსიმას ატომური სადგურის რეაქტორის გამაგრილებელი სისტემის ფუნქციონირება, თუმცა მდგომარეობის შესწავლისას სადგურზე დარღვევები არ დაფიქსირდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე