შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

საქართველო, თბილისი - 10:00 | 20.11.2016
ნანახია: 1298

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.მ. რუსთავში დააკავეს.
გამოძიებამ დადგინდა, რომ ი.მ. სისტემატურად ყიდდა ნარკოტიკულ საშუალებას. ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს ოპიუმის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით).

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე