სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ევროპის ახალშობილებზე ზრუნვის ფონდისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 18.11.2016
ნანახია: 3458

საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ინიციატივით სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ევროპის ახალშობილებზე ზრუნვის ფონდისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.

2008 წლიდან 17 ნოემბერი დღენაკლ ახალშობილებზე ზრუნვის დღედ აღინიშნება ევროპაში. საქართველო ამ თარიღს 2011 წლიდან შეუერთდა და იგი ყოველწლიურ სახეს ატარებს.  კონფერენცია დღენაკლ ახალშობილთა მკურნალობის, შემდგომი მოვლისა და რეაბილიტაციის პრობლემების განხილვას დაეთმო.

სხვადასხვა შემთხვევათა განხილვასა და გამოცდილების გაზიარებასთან ერთად ყოველწლიურიკონფერენცია  სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას და მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვასაც  ემსახურება. ყოველწლიური კონფერენცია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია დავითაიამ  და   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ვერძულმა გახსნეს.

კონფერენციაზე ასევე პროფესორ ქეთევან ნემსაძის ახალი წიგნის „ორსულობიდან ზრდასრულობამდე“ პრეზენტაცია შედგა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე