აუქციონზე იშვიათი ცისფერი ბრილიანტი 17,1 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 14:24 | 18.11.2016
ნანახია: 2979

ჟენევაში Sotheby's-ის აუქციონზე იშვიათი ცისფერი ბრილიანტი 17,1 მლნ დოლარად გაიყიდა.

მისი საბაზრო ღირებულება 15-დან 25 მლნ დოლარამდე მერყეობდა. მყიდველის ვინაობა არ სახელდება.

როგორც Sotheby's-ის წარმომადგენელმა დევიდ ბენეტმა განაცხადა, ასეთი ქვების იშვიათობა განპირობებულია იმით, რომ ის მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მაღაროებში მოიპოვება და მოპოვებული ქვების მხოლოდ ერთ პროცენტს აქვს ასეთი ფერი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე