პორტალი silkschool.ge - სასკოლო საგნების მოსმენა კომპიუტერით, პლანშეტით და მობილური მოწყობილობით გახდა შესაძლებელი
საქართველო, თბილისი - 13:55 | 18.11.2016 ნანახია: 1984პორტალი silkschool.ge ერთი თვის წინ აამოქმედა კომპანია სილქნეტმა და მისი მომხმარებლები არიან, როგორც სკოლის მოწაფეები, ისე პედაგოგები და მშობლები. ყველა სასკოლო საგნის დისტანციურად შესწავლა, ვიდეო-გაკვეთილების სახით ამ საიტიდან მიმდინარეობს.
პორტალის მოხმარება შესაძლებელია ყველგან, სადაც ინტერნეტია - სახლში, მგზავრობისას, აგარაკზე, სტუმრად. მასზე განთავსებულია: ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, ინგლისურის ვიდეო გაკვეთილები. შეთავაზებულია საძიებო სისტემა, რომელიც ამარტივებს ამა თუ იმ გაკვეთილის, კლასის, სხვადასხვა თემის ან პედაგოგის არჩევას. მსურველი უფასოდ გადის ავტორიზაციას ფეისბუკით, ან რეგისტრირდება საიტზე ელექტრონული ფოსტით და ქმნის საკუთარ პროფილს.
"მნიშვნელოვანია, რომ პორტალი ადაპტირებულია ნებისმიერი მობილური მოწყობილობისთვის, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მისთვის მისაღებ დროს, სასკოლო საგნებში 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით ცოდნა გაიღრმაოს, დამატებით მოემზადოს კონკრეტულ დისციპლინაში, გადაიმეოროს განვლილი მასალა, მოიძიოს სასურველი თემა, შექმნას ფავორიტი გაკვეთილების სია, რომელსაც მისთვის მისაღებ დროს მიადევნებს თვალს“ - განმარტავენ სილქნეტში.
ვიდეო-გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებზეა გათვლილი, მაგრამ მშობელი, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში და თვალს ადევნებს ბავშვის აქტივობას, ასევე სარგებლობს და უსმენს სხვადასხვა ვიდეო მასალას შვილთან ერთად.
„განსაკუთრებით ინგლისური ენის დავალებების მომზადებისას ვიყენებთ „საშინაო სკოლის“ საიტს. აბსოლიტურად იდენტურია მასალა, რომელსაც სკოლაში უხსნიან ბავშვს და მასალა, რომელიც საიტზეა. ასევე, რაც მოგვწონს, ის აუდიო ჩანაწერია, რომელსაც ხშირ შემთხვევაში სკოლაში ვერ უსმენს ბავშვი, მაგრამ ამ ვიდეო-გაკვეთილს თან ახლავს. იმდენად მარტივი მენიუ აქვს, რომ პატარა ასაკის მსმენელიც დამოუკიდებლად, უფროსის ჩარევის გარეშე, რთავს ვიდეო-გაკვეთილს და ინდივიდუალურად იღებს ცოდნას. “ - აცხადებს პატარა ზუკას დედა.
ელენე აბიტურიენტია და ცოდნის მიღების საკუთარი სისტემა აქვს შემუშავებული. ამბობს, რომ საიტი http://www.silkschool.ge/ ეხმარება მას:
„როცა „საშინაო სკოლის“ პროგრამა მხოლოდ SilkTV-ში იყო, ბევრ უხერხულობას მიქმნიდა. უნდა დამეკავებინა ტელევიზორი დიდი ხნით. რაც საიტი შეიქმნა, ეს პროცესი ბევრად მომწონს და უფრო მოვირგე. ყურსასმენებით, ჩემი მობილურით განვმარტოვდები და ვუსმენ „ამოჩემებულ“ საგნებს - განსაკუთრებით ისტორიას და ზაზა აბაშიძეს, ასევე საინტერესოა გია მურღულიას და ავთანდილ არაბულის სალექციო კურსი. ერთ დღეში შემიძლია რამდენიმე საგანში სწრაფად მომზადება. თითოეული ვიდეო გაკვეთილი მხოლოდ 15–20 წუთს გრძელდება“.
მიუხედავად იმისა, რომ უმაღლესი განათლება დიდი ხნის წინ მიიღო, ლელუმ კულინარიის კოლეჯში ჩაბარება გადაწყვიტა და იმ მივიწყებული საგნების აღდგენას ცდილობს, რაც გამოცდებისთვის ესაჭიროება:
„როცა ბიოლოგიას, გეოგრაფიას,მუდმივად აიგნორებ, ხოლო ფიზიკის და ქიმიის კაბინეტებს იმით ცნობ, რომ „სამასწავლებლოს“ გვერდითაა, ფაქტობრივად ფუნდამენტი გაქვს გამოცლილი. საბუნებისმეტყველო საგნები ახლა დამჭირდა - ქიმია და ბიოლოგია. თავიდან სასკოლო წიგნების მომარაგება დავიწყე, მივხვდი რომ ასე შორს ვერ წავიდოდი. პორტალმა მიხსნა! ბევრად გამიადვილა გადამეორების პროცესი. როგორც ვატყობ ამ ორივე დისციპლინას 2 თვეში ხელახლა ავითვისებ“ - ამბობს ლელუ.
პროექტი ერთნაირად პოპულარულია თბილისსა და რეგიონებში. პორტალზე http://silkschool.ge/ რეგისტრაცია შესაძლებელია უფასოდ, როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ისე უცხოეთიდან. რეგისტრირებულ მომხმარებელს სრული წვდომა აქვს ყველა ვიდეოსთან, კომპიუტერით, პლანშეტით და მობილური მოწყობილობით.
პორტალი ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის უფასოდ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა