მერლინ მონროს კაბა 5 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:29 | 18.11.2016
ნანახია: 1533

კაბა, რომელიც მერლინ მონროს პრეზიდენტ ჯონ კენედისადმი მიძღვნილი სიმღერის ”დაბადების დღეს გილოცავ, ბატონო პრეზიდენტო” შესრულების დროს ეცვა, აუქციონზე 4,8 მლნ დოლარად გაიყიდა.

მონროს კაბა, რომელიც თავდაპირველად 3 მლნ დოლარად იყო შეფასებული, აუქციონზე ოდესმე გაყიდულ ნივთებს შორის ყველაზე ძვირადღირებული ლოტი გახდა.

მერლინის 2500 კრისტალით დამშვენებული სამოსი რიპლის მუზეუმმა იყიდა.

ეს კაბა, ისევე როგორც სხვა კაბები, მერლინ მონროს ტანზე მეორე კანივით ეჯდა. საქმე იმაშია, რომ კაბებს პირდაპირ მსახიობის სხეულზე, უშუალოდ გამოსვლის ან გადაღებების წინ კერავდნენ.

მერლინ მონრო სიმღერის ”დაბადების დღეს გილოცავ, ბატონო პრეზიდენტო” შესრულებიდან ზუსტად სამ თვეში გარდაიცვალა.

1962 წელს აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის 45-ე დაბადების დღისადმი მიღძვნილი საღამო მერლინისთვის ერთი-ერთი ბოლო გამოსვლა იყო საზოგადოების წინაშე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე