„საკიშორე“ ამბროლაურში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმას ააშენებს

საქართველო, თბილისი - 16:38 | 22.10.2015
ნანახია: 1969

 

ამბროლაურში, სოფელ ზედა თლუღში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ფერმა აშენდება. პროექტს კომპანია „საკიშორე“ განახორციელებს, რაშიც მინიმუმ 95000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მთავრობის №2137 განკარგულებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფომ შპს „საკიშორეს“ 25 წლიანი იჯარით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ თლუღში (საწალიკე) მდებარე უძრავი ნივთები: 54.7215 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 4.3428 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. წლიურ საიჯარო ქირად კი 360 ლარი განისაზღვრა.

სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, „საკიშორე“ სოფელ ზედა თლუღში მდებარე 5519 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მინიმუმ 60 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობას უზრუნველყოფს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე