„გლოლა“ ონში, სოფელ გლოლაში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილ, თანამედროვე სტანდარტების ფერმას ააშენებს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 22.10.2015
ნანახია: 1960

კომპანია „გლოლა“ ონში, სოფელ გლოლაში მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილ, თანამედროვე სტანდარტების ფერმას ააშენებს. მთავრობის №2138 განკარგულებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფომ „გლოლას“ 25 წლიანი იჯარის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 74.4217 ჰა სასოფლო-სამეურნეო (სათიბი) დანიშნულების მიწის ნაკვეთს და ასევე 43.9564 ჰა სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადასცა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, წლიური საიჯარო ქირა 720 ლარს შეადგენს.

ინვესტორი სოფელ გლოლაში მდებარე 2000 კვ/მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მინიმუმ 60 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე გათვლილი ფერმ(ებ)ის მშენებლობას გეგმავს, რისთვისაც მინიმუმ 95000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე