კლოდ მონეს ნახატი 81,4 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 12:05 | 17.11.2016
ნანახია: 2092

 

იმპრესიონისტი მხატვრის კლოდ მონეს ნახატი ”თივის ზვინი”  ”კრისტის” აუქციონზე 81,4 მლნ დოლარად გაიყიდა.

ცნობილი ფრანგი მხატვრის ნამუშევრებისთვის აღნიშნული ფასი რეკორდული აღმოჩნდა. წინა რეკორდი ერთი მილიონით ნაკლებს, 80 მლნ დოლარს შეადგენდა.

ნახატი, რომელიც ამავე დასახელების 25 ნამუშევრის სერიიდან ერთ-ერთია, 1891 წელს შეიქმნა.

ექსპერტები ფერწერული ტილოს გაყიდვას 45 მლნ დოლარად ვარაუდობდნენ.  ცნობისათვის, 2015 წლის მაისში პაბლო პიკსოს ნახატი ”ალჟირის ქალები” ”კრისტის” აქუციონზე  179 მლნ დოლარად შეიძინეს. მოცემული მომენტისთვის ის ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნაწარმოებია, რომელიც აუქციონზე გაიყიდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე