პანორამა თბილისის საქმეზე სასამრთლო პრცესი გადაიდო

საქართველო, თბილისი - 11:23 | 17.11.2016
ნანახია: 1619

თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის" საქმეზე მთავარი სხდომა გადაიდო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში მესამე პირად ჩართული იყო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო", რომელმაც სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში კერძო საჩივრის წესით გაასაჩივრა.

სააგენტოს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების კერძო საჩივრის წესით გასაჩივრება, აჭიანურებს პროცესს და მნიშვნელოვნად ამცირებს საქმეზე საბოლოოგადაწყვეტილების შემჭიდროვებულ ვადებში მიღების შესაძლებლობას.

თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს განიხილავს, რომლითაც მოთხოვნილია ,,პანორამა თბილისის" პროექტისფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილობა. კერძოდ, საია ითხოვს იმ ბრძანებების უკანონოდ ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდამრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის ,,სოლოლაკის ბაღები"-ს და ,,სოლოლაკი ს მაღლობი"-ს მშენებლობა. 

დავაში მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტრო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე