ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის“ საქმეზე მთავარი სხდომა გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:51 | 16.11.2016
ნანახია: 1365

ხვალ, 2016 წლის 17 ნოემბერს 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორამა თბილისის“ საქმეზე მთავარი სხდომა გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელს განიხილავს, რომლითაც მოთხოვნილია ,,პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში გაცემული მშენებლობის ნებართვების ბათილობა. კერძოდ, საია ითხოვს იმ ბრძანებების უკანონოდ ცნობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა მრავალფუნქციური სასტუმრო-კომპლექსის ,,სოლოლაკის ბაღები“-ს და ,,სოლოლაკი ს მაღლობი“-ს მშენებლობა. 
დავაში მოპასუხე მხარეებს წარმოადგენენ სსიპ სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო და საქართველოს ეკონოიკისა და მდგვრადი განვითარების სამინისტრო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე