არ ვუარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მაგრამ ეს ურთიერთობა დასრულებულია - ხატია შამუგია

საქართველო, თბილისი - 16:35 | 16.11.2016
ნანახია: 11558

ხატია შამუგიამ "რეიტინგთან" საუბრის დროს დაადასტურა, რომ მართლა ჰქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მაგრამ ეს ამბავი დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

ალექსანდრე პეტრიაშვილის ცოლთან, ეკა მიშველაძესთან დღეს ხატია მეგობრობს.

ამბობენ, რომ ერთ დროს რომანი გქონდათ ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მართალია?
- უკვე ამ თემაზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ის ადამიანი ძალიან ბედნიერია. მას ყავს შესანიშნავი ცოლი, მასთან ვმეგობრობ. ისინი ახალდაქორწინებულები არიან.  ჩვენი ურთიერთობა უკვე დიდი ხანია დამთავრდა. მე არ ვუარვყოფ, რომ მქონდა რომანი ალექსანდრე პეტრიაშვილთან, მაგრამ ეს ამბავი დიდი ხნის დასრულებულია.

წყარო: reitingi.ge




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე