”Elite Model Look Georgia 2016”-ის გამარჯვებულები Elite Model Look World Final 2016-ზე მიემგზავრებიან

საქართველო, თბილისი - 16:05 | 16.11.2016
ნანახია: 3256

”Elite Model Look Georgia  2016”-ის გამარჯვებულები ბეატრის კლიმენკო და დანიილ ზოლოტარიოვი საერთაშორისო სამოდელო კონკურსის ელიტ მოდელ ლუქის  33-ე მსოფლიო ფინალზე Elite Model Look World Final 2016-ზე მიემგზავრებიან.

ელიტის პროფესიონალ გუნდთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო დამწყები მოდელები ერთი კვირის განმავლობაში მოემზადებიან დასკვნითი ღონისძიებისთვის, რომელიც გაიმართება 16-დან 23 ნოემბრის ჩათვლით  პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში.

წელს პირველად  მოხდება Elite Model Look-ის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში.

ყოველდღიურად Facebook-ის გვერდის და პროექტის ვებ გვერდის www.elitemodellook.com მეშვეობით გაიმართება პირდაპირი ჩართვები და განთავსდება ყოველდღიური ვიდეოები მოდელების მოსამზადებელი ეტაპიდან და გრანდიოზული ფინალური შოუდან, რომელიც გაიმარეთება 3000 მაყურებლიან Campo Pequeno-ს არენაზე.

წელს პირველად მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, გამოვლინდება ხალხის რჩეული.

კონკურსის წარმომადგენლობითი ჟიური გამოავლენ გოგონებს შორის ტოპ-10-ულს და ვაჟებს შორის კი ტოპ-5-ულს, რომლებიც მიიღებენ ორ წლიან საგარანტიო კონტრაქტებს Elite Model Management-თან.

გამარჯვებული გოგონა მიიღებს 150000 € ხოლო გამარჯვებული ვაჟი კი მიიღებს 50 000 € ღირებულების საგარანტიო სამოდელო კონტრაქტს.

გოგონების ტოპ-10 და ვაჟების ტოპ-5  მიიღებენ შესაბამისად 50.000 € და 20.000 € საგარანტიო კონტრაქტებს და გააგრძელებენ საერთაშორისო სამოდელო კარიერას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

საქაეღთველოს კონკურსანტების მხარდაჭერა შესაძლებელია საერთაშორისო პროექტის ახალ ვებ გვერდზე    http://www.elitemodellook.com და პროექტის ოფიაციალურ ფეისბუქის გვერდზე https://www.facebook.com/EliteModelLookGeorgia/

“Elite Model Look Georgia ”, ყოველწლიურად წარმატებით ტარდება საქართველოში კომპანია Elite-ოფიციალური წარმომადგენელის ქალბატონი ია კიწმარიშვილის და  სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  მიერ და მიზნად ისახავს გოგონებსა  და ვაჟებს შორის ახალი სახეების აღმოჩენას და მათ საერთაშორისო ასპარეზზე გაყვანას.

“Elite Model Look”-ის უნიკალურობა  იმაში მდგომარეობს, რომ იგი აძლევს საშუალებას დამწყებ მოდელებს უმოკლესი გზით მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ პროფესიონალები და დაიწყონ წარმატებული საერთაშორისო სამოდელო კარიერა. ყოვლწლიურად 70 ქვეყნის 800 ქალაქიდან კონკურსში 350 000 გოგონა იღებს მონაწილეობას. მსოფლიო ფინალიზე გამარჯვებულებს ელით სამოდელო კონტრაქტი  საერთაშორისო სააგენტო “Elite Model Management”-თან და 730 000 ევროს საპრიზო ფონდი.

“Elite Model Look Georgia” აძლევს ახალგაზრდებს უნიკალური შესაძლებლობას გახდნენ მსოფლიო მოვლენის მონაწილე და დაიკავონ საპატიო ადგილი  მსოფლიოში აღიარებულ ისეთ ტოპ მოდელთა შორის, როგორებიც არიან:  ლინდა ევენჯელისტა, სინდი კროუფორდი, კლაუდია შიფერი, ჟიზელ ბუნდჰენი, ნაომი კემპბელი, ალესანდრა ამბროსიო, ადრიანა ლიმა და სხვები.

კონკურსის “Elite Model Look Georgia 2017” მონაწილეთა უფასო რეგისტრაცია მიმდინარეობს წლის განამვლობაში სამოდელო სააგენტო “IC Model Management”-ის  ოფისში, ნიკო ნიკოლაძის N6-ში.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე