ალიევს ინტერნეტით ვეღარ შეურაცხყოფებენ

საქართველო, თბილისი - 14:56 | 16.11.2016
ნანახია: 1434

აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი ქვეყნის პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, ინტერნეტში პრეზიდენტის შურაცხყოფისთვის სიხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს.

აზერბაიჯანის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დასჯადია პრეზიდენტის მისამართით მედიასა და საჯარო გამოსვლებში ცილისწამება და მისი ღირსების შელახვა.

ახალი ინიციტივის თანახმად კი პრეზიდენტის შეურაცხყოფისთვის ინტერნეტ-მომხმარებელს  500-დან 1000 მანათამდე ჯარიმა, საზოგადოებრივი სამუშაოები ან ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე