გაეროს რეზოლუცია მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით არ სრულდება - ილჰამ ალიევი

საქართველო, თბილისი - 18:40 | 16.11.2016
ნანახია: 1268

გაეროს რეზოლუცია მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით არ სრულდება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„მაშინ, როდესაც გაეროს მიერ მიღებული სხვა რეზოლუციები რამდენიმე დღეში სრულდება, ჩვენს შემთხვევაში ეს 20 წელი გრძელდება. ასე გაგრძელება არ შეიძლება,“-აღნიშნა აზერბაიჯანის ლიდერმა.

აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია გაერომ 1993 წელს მიიღო. დოკუმენტი აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარების გასვლას ითვალისწინებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე