გოგონამ Zara-ს კაბაში ჩაკერებული მკვდარი თაგვი აღმოაჩინა

საქართველო, თბილისი - 12:40 | 16.11.2016
ნანახია: 2107

მსოფლიო ბრენდისთვის არასასიამოვნო სიახლე: 24 წლის ნიუ-იორკელმა კეილი ფუზელმა Zara-ს კაბაში  მკვდარი თაგვი აღმოაჩინა. გოგონამ არასასიამოვნო ”სიურპრიზი” კაბის ყიდვიდან ერთი თვის შემდეგ იპოვნა. კეილიმ კაბა სამსახურში ჩაიცვა და ვერაფრით მიხვდა რატომ დაყვებოდა ყველგან საშინელი სუნი.

სახლში მისვლისას გოგონამ კაბა დაინახა და მისი დათვალიერიბისას კაბის შიდა მხარეს ჩაკერებული მკვდარი თაგვი შეამჩნია. ”ვხვდებოდი, რომ ჩემს ფეხს რაღაც ეხებოდა, ჯერ ვიფიქრე, რომ უხეში ნაკერი მედებოდა, მაგრამ შემდეგ დავინახე თაგვი. ეს საშინელება იყო”, -ამბობს კეილი.

გოგონა აპირებს კომპანიას სასამართლოში უჩივლოს და კომპენსაცია მოითხოვოს, რადგან მისი აზრით, შესაძლო მრღნელისგან დაავადება გადასდებოდა. Zara-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკითხს განიხილავენ თუმცა ირწმუნებიან, რომ ბრენდს ხარისხის მკაცრი კონტროლი აქვს, რომელიც მსოფლიო უსაფრთხეობის ყველა სტანდარტს პაუხობს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ვიდრე საქონელი დახლებზე მოხვდება, მას ჯერ აუთოვებენ და წმენდენ, ამიტომ მათი თქმით, კაბაში ჩაკერებული მღრღნელი ძალიან საეჭვოა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე