ნიკა გვარამია: ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, პორნოკრატია დაამყარა საქართველოში

საქართველო, თბილისი - 11:27 | 22.10.2015
ნანახია: 1851

 მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, სასამართლო სხდომაზე არ დაუშვა. ნიკა გვარამია ურთმელიძეს კორუმპირებულ, უსინდისო და უნუჭო მოსამართლეს უწოდებს

„„ვერ ვესწრები იმიტომ, რომ პროცესს იხილავს უნიჭო, უსინდისო უყველაფრო ურთმელიძე, ადამიანი რომელიც არ არის მოსამართლე, რომელის არის დაქირავებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელიც პროცესზე ზის როგორც ზონდერი და მთელი საზოგადოების მოთხოვნის, მთელი არასამთავრობო სპექტრის მოთხოვნის, მთელი დიპლომატიური კორპუსის მოთხოვნის მიუხედავდა პროცესს არ იცილებს და იხილავს, მიუხედავად იმისია, რომ ,პირდაპირ მისი მაკომპრომიტირებელი მასალები და სიუჟეტები ჟურნალისტურ გამოძიების შედეგები გადის რუსთავი 2-ზე იმიტომ, რომ ჩვენ ვიძიებთ მის მოსამართლეობას. ეს არის კორუმპირებული მოსამართლე, ეს არის ადამიანი, რომელიც უვიცია ყველაფერთან ერთად, მისი მოსამართლის გამოცდაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის. უვიცი უსინდისო და კორუმპირებული ადამიანისგან სამართალს არ ველოდებით, ვნახავთ როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ხელისუფლება რომელიც არის გადასული იმ სიბინძურეზე რასაც ბოლო პერიოდი აკეთებს და პორნოკრატია დაამყარა პრაქტიკულად საქართველოში, ხელისუფლებას დიდი დრო არ უწერიათ , მოსამართლე ურთმეოლიძე არის ნაწილი ამ ხელისუფლების“,-განაცდახა ნიკა გვარამიამ




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე