სარკოზი სკანდალში გაეხვა

საქართველო, თბილისი - 11:55 | 16.11.2016
ნანახია: 1319

ნიკოლა სარკოზი ისევ კორუფციული სკანდალის ცენტრშია. პრაიმერამდე 5 დღით ადრე ლიბანელი მეწარმე ზიად თაქიედინი აცხადებს, რომ 2007 წელს  საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის სარკოზის 5 მილიონი ევრო პირადად  გადასცა.

თაქიედინის მტკიცებით, საფრანგეთის პრეზიდენტობის მაშინდელ კანდიდატს  თანხა მოამარ გადაფიმ გაუგზავნა. ინფორმაციას  სააგენტო „მედიაპარტი“ ავრცელებს.

ჟურნალისტ ფაბრის არფის თქმით, ნიკოლა სარკოზის  2007 წლის საარჩევნო კამპანის უკანონო დაფინანსებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ჩნდება. ამიტომ, არ არის გამორიცხული, აღნიშნული საქმით გამოძიება ხელახლა დაინტერესდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე