Skype-ს გამოყენება აკაუნტის გარეშეც გახდა შესაძლებელი

საქართველო, თბილისი - 11:24 | 16.11.2016
ნანახია: 1566

Microsoft-მა Skype-ს გამოყენების პირობები გაამარტივა. ამიერიდან Skype-თ სარგებლობა Skype-ს ID-ის არ მქონეებსაც შეეძლებათ. Skype-ს საიტის სტუმრის გვერდი საშუალებას გაძლევთ რეგისტრაციის გარეშე დაეკონტაქტოთ გარესამყაროს და Skype ნაცნობებს. ამისათვის კი საჭიროა საიტზე Skype.com შესვლა და ღილაკზე „დაიწყე საუბარი“ დაწკაპუნება. სისტემა გარკვეული მონაცემების შეყვანის შემდეგ Skype-ით სარგებლობა გახდება შესაძლებელი. წერით რეჟიმში ერთდროულად 300 ადამიანთან კონტაქტის შესაძლებლობა არსებობს, ხოლო რაც შეეხება ვიდეოზარებს აქ ერთდროულად 25 ადამიანთან დაკონტაქტებაა შესაძლებელი. სტუმრის რეჟიმში საიტიდან საუბარი 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, შემდგომ დროებითი ID სისტემიდან იშლება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე