2017 წლის ბოლომდე “ქართული სამშენებლო მასალების კომპანია” სენაკში, ცემენტის საწარმოს ააშენებს

საქართველო, თბილისი - 11:40 | 22.10.2015
ნანახია: 2752

2017 წლის ბოლომდე “ქართული სამშენებლო მასალების კომპანია” სენაკში, სოფელ ნოსირიში, ცემენტის საწარმოს ააშენებს. ამ მიზნით, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში მთავრობამ ინვესტორს 1 ლარად  263 265 კვ/მ ფართი გადასცა.

საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, “ქართული სამშენებლო მასალების კომპანიამ” 8 მლნ 867 ათას 408 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. უკვე გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით, საწარმომ 1 წლის განმავლობაში მინიმუმ 400 ათასი ტონა პროდუქციის წარმოება უნდა უზრუნველყოს. თუმცა საწყის ეტაპზე საწარმოს დაგეგმილი წლიური წარმოების მხოლოდ 25 %-ის წარმოების ვალდებულება აქვს.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საიტზეა მითითებული, ინვესტორისთვის გადაცემულიუძრავი ქონების ღირებულება  2 მლნ 216 ათას 852 ლარს შეადგენს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე