ქართველი მომღერლები საოკუპაციო ხაზთან კონცერტს გამართავენ

საქართველო, თბილისი - 20:33 | 15.11.2016
ნანახია: 4813

22 ნოემბერს, 14:00 საათზე, საოკუპაციო ხაზთან ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები იკრიბებიან.

როგორც მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა „პრაიმნიუსჯორჯიასთან“ საუბრისას განაცხადა, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში აქცია-კონცერტი გაიმართება, სადაც ადგილობრივებს ერთ ლამაზ საღამოს აჩუქებენ.

„მესიჯი მატივია - ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ოკუპირებილ სოფლებს“, - გვითხრა კონცერტის ორგანიზატორმა, მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა.

აქცია-კონცერტში მონაწილეობის სურვილი ბევრმა მომღერალმა გამოთქვა.

მათ შორის არიან: გიორგი სუხიტაშვილი ცოცხალ ბენდ „13, ანუ უშაქრო“'-თან ერთად, ოთო ნემსაძე, ანრი ჯოხაძე, გიორგი ნადიბაიძე, ნინი ბადურაშვილი და ბევრი სხვა...

„ყველა ქართველ ხელოვანს მოვუწოდებთ რომ შემოგვიერთდნენ. ამავე დღეს ვაპირებთ, ადგილობრივ სოციალურად დაუცველ ოჯახებს სურსათი გადავცეთ, (126 კომლი, ოჯახი) შემოწირულობას ვიღებთ როგორც მოქალაქეებისგან, ასევე კომპანიებისგან“, - განაცხადა კონცერტის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მსახიობმა ლევან სუხიტაშვილმა.

მისივე თქმით, სცენა, აპარატურა და ტრანსპორტირება, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა უზრუნველყოფს.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე