ედვარდ მუნკის ტილო 54,5 მლნ დოლარად გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:58 | 15.11.2016
ნანახია: 3705

ნორვეგიელი მხატვრის ედვარდ მუნკის ტილო ”გოგონები ხიდზე” Sotheby's-ის აუქციონზე 54,5 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ აუქციონის სახლი იუწყება. აუქციონი ნიუ-იორკში გაიმართა. ნახატის თავდაპირველი ფასი 50 მლნ დოლარს შეადგენდა. მისი ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.

2012 წელს მუნკის ნახატმა ”ყვირილი” რეკორდი დაამყარა. ფერწერული ტილო 119,9 მლნ დოლარდ გაიყიდა. იმ მომენტისთვის ის ყველაზე ძვირადღირებული ნახატი იყო, რომელიც ღია აუქციონებზე ოდესმე გაყიდულა.

ნიუ-იორკის აუქციონებზე ასევე წარმოდგენილი იყო პაბლო პიკასოსა და მორის დე ვლამინკის ნამუშევრები. აუქციონიდან მიღებულმა შემოსავალმა 157,7 მლნ დოლარი შეადგინა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე