ჯგუფი Aerosmith საქართველოში კონცერტს გამართავს

საქართველო, თბილისი - 16:39 | 14.11.2016
ნანახია: 1977

2017 წლის 20 მაისს საქართველოში ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith კონცერტს გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

კონცერტი Black Sea Arena-ზე გაიმართება. მუსიკოსები საქართველოში ისრაელიდან ჩამოვლენ.

Black Sea Arena-ზე კონცერტის გამართვის შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრებიან, სადაც ჯგუფს 23 მაისს აქვს წარმოდგენა დაგეგმილი.

Aerosmith-ი საქართველოში ევროპული ტურნეს Aero-Vederci-ს ფარგლებში ჩამოვა, რომელიც ჯგუფის დარსებიდან 45-ე წლისთავს ეძღვნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე