მურატ ილდირიმი დაქორწინდა

საქართველო, თბილისი - 14:47 | 14.11.2016
ნანახია: 5662

თურქული სერიალების ვარსკვლავმა მურატ ილდირიმმა თავის თაყვანისმცემლებს ნამდვილი სიურპრიზი შესთავაზა. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, ქალთა გულების მპყრობელი მაროკოელ მოდელზე - ულამაზეს იმანე ელბანიზე დაქორწინდა. როგორც ჟურნალისტები ირწმუნებიან,  გასულ შაბათს ისინი საიდუმლოდ, ილდირიმის სამშობლოში  - ადანში დაქორწინდნენ.

მურატ ილდირიმის მენეჯერმა ეს ინფორმაცია უარყო: ”სიყვარული არის, მაგრამ ქორწილი არა”, - განაცხადა მან. თუმცა ცნობილი გახდა, რომ მურატისა და იმანეს ახლო მეგობრები ადანში გაემგზავრნენ.  ცნობილ მსახიობს პირველ მეუღლესთან განქორწინების შემდეგ (ბურჩინ თერზიოღლუს 2014 წელს გაეყარა) ხანგრძლივი ურთიერთობა არავისთან ჰქონია, ამიტომ მედია მოუთმენლად ელოდა მის გვერდით ახალი რჩეულის გამოჩენას.
მაროკოელი ლამაზმანის თაყვანისმცემლებმა კი სოციალურ ქსელში იმანეს გათხოვება მიულოცეს და ბედნიერება უსურვეს.

იმანე ელბანიმ 2006 წელს ”მის მაროკოს” ტიტული მოიპოვა, 2009 წელს კი ”მის არაბული სამყაროს” გამარჯვებული გახდა. მას აქტიურად იღებენ რეკლამებში, კინოში და სერიალებში. იმანე ოჯახის ერთადერთი ქალიშვილია. ის ცნობილია არამხოლოდ მაროკოში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.  მოღვაწეობს ლონდონში, ეგვიპტესა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე