ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატი ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 11:09 | 14.11.2016
ნანახია: 1498

ბულგარეშთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის კანდიდატი რუმენ რადევი ლიდერობს.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ მან ამომრჩეველთა ხემბის 58, მმართველი პარტიის კანდიდატმა ცეცკა ცაჩევამ კი - 35 პროცენტი მიიღო.

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა, რომელიც მხარს ჩაცევას უჭერდა, მთავრობის გადადგომის შესახებ განცხადება უკვე გააკეთა.

53 წლის რუმენ რადევი ბულგარეთის სამხედრო საჰაერო ძალების მთავარი მეთაური იყო. 2016 წლსი აგვისტოში მან თანამდებობა დატოვა და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

საარჩევნო კამპანიის დროს ის ევროკავშირს რუსეთისთვის სანქციების მოხსნისკენ მოუწოდებდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე