სად გავამხილო, რომ ნაციონალების დროს დაჭერილი ჩემი ძმა, დღეს უდანაშაულოა - ნანუკა ჟორჟოლიანი

საქართველო, თბილისი - 22:23 | 11.11.2016
ნანახია: 4923

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა ციხიდან გამოვიდა. ის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო, ამის შესახებ ინფორმაციას ჟორჟლიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: 

"სად გავამხილო, მაგრამ დამალვაც არ ღირს. ნაციონალების დროს დაჭერილი ჩემი ძმა, დღეს, აი დღეს გამართლდა:) ანუ, სასამართლომ დაადგინა რომ უდანაშაულო იყო.

კარგი გრძნობაა და ის შემთხვევა როდესაც სასამართლოს გულწრფელი მადლობა უნდა ვუთხრა", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე