საზარელი ფაქტი კახეთში - შვილმა 80 წლის მოხუც დედასთან, სავარაუდოდ, სექსუალური კავშირის დამყარება სცადა

საქართველო, თბილისი - 13:39 | 11.11.2016
ნანახია: 3517

საზარელი ფაქტი მოხდა კახეთში - ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში, 80 წლამდე ასაკის ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით მისივე შვილი დააკავეს.  

არსებული ინფორმაციით, 80 წლის მოხუცმა შვილისგან თავის დაღწევა შეძლო და საშველად მეზობლებს დაუძახა. ადგილობრივებმა კი ლაგოდეხის პოლიციას მიმართეს.

მოხუც ქალბატონს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე