დიღმის მასივში მარკეტი "მარი" დააყაჩაღეს

საქართველო, თბილისი - 13:36 | 11.11.2016
ნანახია: 1306

დიღმის მასივში მარკეტი "მარი" დააყაჩაღეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ჯერჯერობით უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა, ან დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი. შსს-ს ცნობით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე