სუს-მა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:03 | 11.11.2016
ნანახია: 1410

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციალური სისტემის რუსთავის N16-ე დაწესებულების ინსპექტორი ნათელა ჯინჭარაძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნათელა ჯინჭარაძე  მოქალაქეს თავისი ახლობლის, ქ.რუსთავის N17-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ვადაზე ადრე გათავისუფლებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და გამოართვა 7000 აშშ დოლარი, რა დროსაც იგი  ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს  (საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით,  რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე).

გამოძიებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე