ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშვებისთვის კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე შექმნა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 11.11.2016
ნანახია: 1211

საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, კიდევ ერთი ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე მოაწყო. ფონდმა „სიცოცხლის ხე“ ორგანიზაციას „მზის შვილები“, 150-ზე მეტი დასახელების საგანმანათლებლო და მხატვრული წიგნი, ასევე მოტორიკის განმავითარებელი სათამაშოები, გადასცა. ორგანიზაციას 21 ბენეფიციარი ყავს, დღეიდან ისინი შეძლებენ სპეციალური ავეჯით და თვალსჩინო მასალით აღჭურვილ სივრცეში , სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, მიიღონ ინკლუზიური განათლება და კიდევ უფრო მეტად მოახდინონ სოციალური ინტეგრაცია.

ორგანიზაცია „მზის შვილები“-ს ბენეფიციარები არიან, დაუნის სინდრომის  და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილ ინკლუზიურ საგანმანათლებლო  სივრცეში კი სპეციალური  სათამაშოების დახმარებით წარიმართება მეცადინეობა, ნატიფი მოტორიკის განვითარებისა და წერითი უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის. ამასთან, ინკლუზიური საგანმანათლებლო ოთახის რე­ორ­გა­ნი­ზა­ცია ად­ვი­ლა­დ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მოსწავლის ინდივიდუალური  სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ასე­ვე, სპეციალური მეთოდით არის გან­ლა­გე­ბუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­მუ­შაო მა­სა­ლე­ბი სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე