თიბისი გალერეაში „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 15:56 | 10.11.2016
ნანახია: 1486

11 ნოემბერს, 16:00 საათზე, თიბისი გალერეაში გაიმართება მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ მონაწილეთა პროექტების გამოფენა და გამარჯვებულების დაჯილდოება.

კონკურსის მეორე ეტაპისთვის შერჩეულია 26 ნამუშევარი, რომლებიც გამოფენილი იქნება თიბისი ბანკში. გამოფენის პარალელურად ჩატარდება მოკლე პრეზენტაციები პროექტების შესახებ. საკონკურსო კომისია გამოავლენს გამარჯვებულებსა და სპეციალური პრიზების მფლობელებს.

კონკურსი წელს უკვე მეექვსედ ტარდება „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ ორგანიზებით. პროექტის მხარდამჭერია თიბისი ბანკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე