ქედაში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:36 | 10.11.2016
ნანახია: 1302

ქედაში, საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც სოფელ გოგიაშვილებში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებდნენ და მძიმე ტექნიკას წინ გადაუდგნენ სამართალდამცველებმა დააკავეს. ოთხ პირს ბრალად პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ პროექტის განხორციელელების შემდეგ, ცხოვრება საფრთხის ქვეშ მოუწევთ.

მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე