ექიმებმა პაციენტს ხელზე ყური გადაუნერგეს

საქართველო, თბილისი - 14:45 | 10.11.2016
ნანახია: 2002

ჩინელმა ექიმებმა პაციენტს ხელზე ყური გადაუნერეგს. როგორც Daily Mail-ი წერს, ოპერაცია, რომელიც ფინალურ სტადიამდე ჯერ არ მისულა, ექიმ გო შუჩჟუნის ხელმძღვანელობით ჯაო ტონგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიმდინარეობს.

პაციენტ - ცზის ავარია შეემთხვა, რის შედეგადაც მარჯვენა ყური დაკარგა. ამის გარდა მამაკაცს სახის ერთი ნაწილი მთლიანად დამახინჯებული ჰქონდა და კანის აღსადგენად რამდენიმე პლასტიკური ოპერაციის გადატანა მოუხდა. ამასთან ტრადიციული მედიცინის დახმარებით ყურის თავის ადგილზე დაბრუნება ვერ მოხერხდა და ცზიმ შუჩჟუნს მიმართა.  

ექიმმა ოპერაცია სამ ეტაპად დაყო. პირველად სპეციალისტებმა ხელზე კანის გამაფართოვებელი დააყენეს, მეორე ეტაპზე ექიმებმა პაციენტის ნეკნებიდან ხრტილი ამოიღეს, მისგან შექმნეს მომავალი ყურის ფორმა და მამაკაცს ხელზე გადაუნერგეს.

მესამე ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩატრებულა, ხელოვნურად გამოყვანილი ყურის თავზე გადანერგვა იქნება. ექიმის გეგმის მიხედვით, ოპერაციის ეს ნაწილი 3-4 თვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე