საბერძნეთის ხელისუფლება ათენში საფრანგეთის საელჩოზე თავდასხმას ტერაქტად აფასებს

საქართველო, თბილისი - 13:13 | 10.11.2016
ნანახია: 1432

საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა ათენში საფრანგეთის საელჩოზე თავდასხმას  ტერაქტი უწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა საფრანგეთის საელჩოს ყუმბარა ესროლეს. დაჭრილია ერთი პოლიციელი. ’საბერძენთის მთავრობა გმობს საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოზე თავდასხმას და თანადგომას უცხადებს დაჭრილ პოლიციელს”, - ნათქვამია მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაში.

მისი თქმით, ტერაქტი ათენისა და პარიზის ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს.

”საბერძენთსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრობასა და სოლიდარობაზე მსგავსი ტერორისტული აქტები მცირე გავლენასც ვერ მოახდენს”, -განაცხადა საბერძენთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე