ჯაზის დღესასწაული თიბისი სტატუსისგან!

საქართველო, თბილისი - 11:40 | 10.11.2016
ნანახია: 1758

ვარსკვლავების დაუვიწყარ საღამოებს  თბილისის საკონცერტო დარბაზში წარმოგიდგენთ. 

თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი დღეს იწყება. 4 დღის განმავლობაში ჯაზის მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ჯაზის მსოფლიო ლეგენდებს.

10 ნოემბერს, თბილისის ჯაზ-ფესტივალს ბრიტანელი ჯაზ შემსრულებელი ჯეიმიკალუმი გახსნის. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონიწარდგება. წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა. 13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერისკონცერტი დახურავს.

წელსაც,  ტრადიციულად TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC Status ბარათების მფლობელები ექსკლუზიური ფასით ისარგებლებენ და ისინი კონცერტების ბილეთების შეძენისას 15% და 20%-იანი ფასდაკლებებით ისარგებლებენ.

თბილისის მე-19 ჯაზ-ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე:  http://tbilisijazz.com/

თბილისის ჯაზ-ფესტივალი  პროექტის Check in „Georgia” ფარგლებში ტარდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე