სავჩენკო ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაზრდისკენ მოუწოდებს

საქართველო, თბილისი - 11:11 | 10.11.2016
ნანახია: 1679

უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს წერლს სწერს, რომლის ასლსაც Facebook-ს თავის გვერდზე აქვეყნებს.

თავის მიმართვაში სავჩენკო ტრამპს სთხოვს შეინარჩუნოს და გააძლიეროს რუსეთის მიმართ სანქციები, ასევე გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება.

”მოგმართავთ თხოვნით, შეინარჩუნოთ, და მეტიც - გააძლიეროთ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რადგან ამ ქვეყანას ესმის მხოლოდ ძალისა და სიმტკიცის, რაშიც თქვენ ვერ აჯობებთ”, - წერს დეპუტატი.

სავჩენკო დონალდ ტრამპს ასევე მიმართავს თხოვნით უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს და მოუწოდებს ამერიკელ დიპლომატებს გამოიჩინონ უფრო მეტი სიმტკიცე რუსეთის ციხეებში მძევლების გათავისუფლების საკითხში. დეპუტატი აღნიშნავს, რომ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს შეუძლია მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება.

მანამდე ტრამპი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ უკრაინის კონფლიქტი ევროპას უფრო მეტად ეხება, ვიდრე ამერიკას და აცხადებდა, რომ ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ევროპის ქვეყნებმა უნდა შეძლონ. ტრამპი იმასაც აცხადებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ყირიმის რუსეთის ტერიტორიად აღიარების საკითხს განიხილავდა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე