მიტინგი ”აშშ ტრამპის გარეშე” არულობებითა და დაკავებებით დასრულდა

საქართველო, თბილისი - 10:39 | 10.11.2016
ნანახია: 1470

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართული მიტინგი პოლიციასთან შეტაკებითა და დაკავებებით დასრულდა.

200-მდე ადამიანი ვაშინგტონის ცენტრში ტრამპის გამარჯვების გასაპროტესტებლად გამოვიდა. შემდეგ კი მომიტინგეთა კოლონა თეთრი სახლისკენ დაიძრა.

დემონსტრანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს ”აშშ ტრამპის, კუ-კლუკს-კლანისა და ფაშისტების გარეშე”, ასევე ”ტრამპი ჩემი პრეზიდენტი არ არის”. აქციის მონაწილეები მოსახლეობას გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ.

მოგვიანებით მომიტინგეთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა. თვითმხილველთა თქმით, არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორი მომიტინგე ერთმანეთს დაუპირისპირდა. საიდუმლო სამსახურების თანამშრომლებმა ერთ-ერთი მათგანი დააკავეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს, შემდეგ კი თეთრი სახლის ჩრდილოეთ შესასავლელთან ტერიტორია გადაკეტეს.

არეულობის შემდეგ პოლიციელებმა თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან მთლიანად გაწმინდეს. აქციის მონაწილეებმა კი მეზობელი ქუჩებისკენ გადაინაცვლეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე