10-13 ნოემბერს, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 17:50 | 09.11.2016
ნანახია: 1507

10-13 ნოემბერს, მთავრობის მიერ ინიცირებული მასშტაბური პროექტის "Check in Georgia” ფარგლებში,  თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. ტრადიციულად, თბილისის საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს უმასპინძლებს. 

10 ნოემბერს, თბილისის ჯაზ-ფესტივალს ლეგენდარული ბრიტანელი ჯაზ შემსრულებელი ჯეიმი კალუმი გახსნის. მორიგ საკონცერტო დღეს, ქართველი მელომანების წინაშე ვარსკვლავურ ტრიოსთან ერთად გრემის მფლობელი მესაყვირე, მულტიინსტრუმენტალისტი, კომპოზიტორი ნიკოლას პეიტონი წარდგება.

წლევანდელი ჯაზ-ფესტივალის 4 დღიანი საკონცერტო პროგრამის მონაწილეა ასევე, ცნობილი ჰოლანდილი საქსოფონისტი ქენდი დალფერი, რომელიც საქართველოს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

13 ნოემბერს კი, თბილისის რიგით მე-19 ჯაზ-ფესტივალს მსოფლიოს საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე